ახალი ამბები

საგარეჯოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 2 კი დაშავდა

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ თოხლიაურში ავარიას ადგილობრივი მცხოვრები, 35 წლის კაცი ემსხვერპლა.

ავარიის შედეგად დაშავდა დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ვიცე- პოლკოვნიკი 40 წლის დავით გოგინაშვილიც.

თვითმხილველების თქმით, ერთმანეთს “ფოლცვაგენის” და “პორშეს” მარკის ავტომობილები შეეჯახნენ.

სხეულის მრავლობითი დაზიანებით სასწრაფო დახმარების ბრიგადამ “ფოლცვაგენის” მძღოლი კლინიკაში გადაიყვანა.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, სასწრაფო და სამაშველო ჯგუფები.