სოფელ უჯარმის მაჟორიტარი დეპუტატი ქართული ოცნების კანდიდატი გახდა
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უჯარმის საარჩევნო უბანზე ხმის დათვლის პროცედურა დასრულდა.
როგორც “კახეთის ხმას” საგარეჯოს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ განუცხადა, წინასწარი მონაცემებით, საკრებულოს მაჟორიტარულ შუალედურ არჩევნებში სოფელ უჯარმაში ქართული ოცნების კანდიდატმა ზურაბ შილდელაშვილმა გაიმარჯვა, რომელმაც 244 ხმა მიიღო, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 72,4%-ია.
ზურაბ მღებრიშვილის ინფორმაციით, მეორე ადგილზე გაერთიანებული ოპოზიციის დეპუტატობის კანდიდატი გავიდა, რომელსაც 90-მა მოქალაქემ დაუჭირა მხარი, რაც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა 26,7%-ია. მისივე თქმით, არჩევნებში მონაწილეობა 344-მა მოქალაქემ მიიღო, რაც ამომრჩეველთა 76,5%-ია.
ნიკოლოზ ესიტაშვილი