ახალი ამბები

კახეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 1 997–მდე გაიზარდა

კახეთის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 1 997 -მდე გაიზარდა. ცოტა ხნის წინ, ინფიცირების 99 ახალი შემთხვევის შესახებ გახდა ცნობილი.

ეპიდემიოლოგებმა დადასტურებული შეთხვევების 305 კონტაქტი მოიძიეს და ყველა მათგანი გადაყვანილია თვითიზოლაციაში.
არსებული ინფორმაციით, ცხელების ცენტრებს კახეთში თვითდინებით 46- მა პაციენტმა მიმართა.

ამ დროისთვის რეგიონში თვითიზოლაციაში იმყოფება 2 149 პირი, საკარანტინო ზონაში რჩება 79 ადამიანი.
1 590 ინფიცირებულიდან კი 1 437 დატოვებულია ბინაზე, 22 მკურნალობს კოვიდ- სასტუმროში და 131 იმყოფება კოვიდ -კლინიკაში. რეგიონის მასშტაბით ბოლო რამდენიმე კვირაში 15 ადამიანი გარდაიცვალა.
Aa