თელავში ავარია მოხდა
თელავი- თბილისის გზატკეცილზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.
თვითმხილველების თქმით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, მანქანა მოუცურდა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბეტონის კონსტრუქციას შეეჯახა.
შემთხვევის შედეგად მსუბუქად დაშავდა მძღოლი.
ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი სავარაუდოდ გადაჭარბებული სიჩქარე გახდა.
ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო და სამაშველო ბრიგადები. დაწყებულია გამოძიება.