ახალი ამბები

ნელი ხიზანიშვილი- დედოფლისწყაროში გარდაცვლილი ქალი ბინაზე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ მკურნალობდა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის, ნელი ხიზანიშვილის თქმით,დედოფლისწყაროში კორონავირუსით გარდაცვლილი ქალბატონი ბინაზე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ მკურნალობდა.

მისივე თქმით, ინფიცირებულთან ექიმი გეგმიურად მიდიოდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას ამოწმებდა.

,,დედოფლისწყაროში გარდაცვალების ფაქტს ვადასტურებ, გარდაცვლილია 70 წლის ქალბატონი, რომელსაც 9 ნოემბერს დაუდასტურდა ინფიცირება და მკურნალობდა ბინაზე ოჯახის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ. ორშაბათს ბინაზეც მოინახულა ოჯახის ექიმმა. მოულოდნელად მდგომარეობის დამძიმების გამო გადაიყვანეს დედოფლისწყაროს საავადმყოფოში, სადაც გარდაიცვალა”,-განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.