ახალი ამბები

დედოფლისწყაროში კორონავირუსით 70 წლამდე ქალი გარდაიცვალა

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში კორონავირუსით 70 წლამდე ასაკის ქალი გარდაიცვალა.

ის ორმხრივი პნევმონიით, სახლში, ონლაინ კლინიკისა და ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ მკურნალობდა.

გავრცელებული ინფორმაციით, პაციენტის მდგომარეობა გუშინ დამძიმდა და ის დედოფლისწყაროს საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში გადაიყვანეს.

მძიმე მდგომარეობაში მყოფი ქალის გადარჩენა ექიმებმა ვეღარ შეძლეს.

გარდაცვლილის ოჯახის წევრების თქმით, კოვიდინფიცირებული პირის მდგომარეობის გაუარესების შემდეგ, 112- თან დაკავშირებას უშედეგოდ ცდილობდნენ.