სოფელ ველისციხის სკოლაში სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში დღეიდან სასწავლო პროცესი დისტანციური რეჟიმით გაგრძელდება.
კახეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი შიოშვილი განმარტავს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მას შემდეგ მიიღო, რაც სკოლაში კორონავირუსით დაინფიცირების 5 შემთხვევა გამოვლინდა.
მისივე თქმით, შეზღუდვების მიზეზი კი ვირუსის გავრცელების პრევენცია, მასწავლებლებისა და მასწავლებლების ჯანმრთელობა და მათი უსაფრთხოებაა.
სოფელ ველისციხის საჯარო სკოლაში 540 მოსწავლე ირიცხება.
ბოლო მონაცემებით, კახეთის რეგიონში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობამ 90- ს გადააჭარბა.