სოფელ ვაზისუბანში 70 წლამდე მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბანში 70 წლამდე მამაკაცი საკუთარ საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.
ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცი რამდენიმე დღე არ უნახავთ, რის გამოც ერთ- ერთი მეზობელი მის სახლში შევიდა, პენსიონერი კი გარდაცვლილი დახვდა.
გარდაცვლილის მეზობლების თქმით, ცხედარს გარეგნული დათვალიერებით დაზიანების კვალი არ აღენიშნება.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 115- ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.