ახალი ამბები

სოფელ იყალთოში ავტოავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი მძიმედ დაშავდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, ქვეითად მოსიარულე მამაკაცს ავტომობილი იმ დროს დაეჯახა, როცა ის გზის მეორე მხარეს გადასვლას ცდილობდა.

მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სასწრაფო – დახმარების ბრიგადამ დაშავებული მამაკაცი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში სხეულის მრავლობითი მოტეხილობით გადაიყვანა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და დაწყებულია გამოძიება.