ვახტანგ გომელაური- არასრულწლოვნის გაუპატიურებისათვის განისაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა
საკანონმდებლო ორგანოში „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას, ვახტანგ გომელაურმა სისტემის რეფორმის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მექანიზმების გაუმჯობესების გეგმებსა და ამ მიმართულებით 2020 წელს გადადგმულ ქმედით ნაბიჯებზე ისაუბრა.
„სამინისტროს ინიციატივით მიღებულ იქნა ახალი კანონი სქესობრივ დანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით. გამკაცრდა სასჯელი და არასრულწლოვნის გაუპატიურებისათვის განისაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთაც. ასევე, აღნიშნული დანაშაულის პრევენციის მიზნით შეიქმნა მოძალადეთა მონიტორინგის მექანიზმები“-აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.
მისივე თქმით, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმების დახვეწის მიზნით, დაინერგა მნიშვნელოვანი სიახლე – მოძალადის მიმართ დაწესდა ელექტრონული მონიტორინგი, რაც მსხვერპლთა უსაფრთხოების დაცვის გარანტიების გაზრდას უზრუნველყოფს.
„2020 წლის 1-ლი სექტემბრიდან, შემაკავებელი ორდერის გამოცემასთან ერთად, შესაძლებელი გახდა მოძალადის მიმართ ელექტრონული ზედამხედველობის დაწესება“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.