ქუჩის მუსიკოსი ეკუადორიდან, რომელიც თელავის ქუჩებს მუსიკით ავსებს
39 წლის ხოსე ბიკუასი საქართველოში ეკუადორიდან ჩამოვიდა. ხოსე სხვადასხვა ქვეყნის უძველესი მუსიკიდან ფოლკლორულ მელოდიებს უკრავს.
იგი წლებია ქუჩის მუსიკოსია და საქართველოს ქალაქებში მოგზაურობს. მისი თქმით, ამჯერად მან თელავი აირჩია და ადგილობრივებს ქუჩებში ყოველდღე სასიამოვნო მელოდიით ხვდება.
ავტორი: მარიამ ოქროცვარიძე, თორნიკე ხალხელაური