ლაგოდეხში შვილმა დედა დაჭრა
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ განჯალაში შვილმა დედა ცივი იარაღით მუცლის არეში დაჭრა.
შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.
დაჭრილი შუა ხნის ქალი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ლაგოდეხის “არქიმედეს” კლინიკაში მოათავსა, რომელსაც სასწრაფო ოპერაცია ამ წუთებში უტარდება. ექიმების თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
არსებული ინფორმაციით, კონფლიქტი ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა. ამ დროისთვის გამოკითხვაზე იმყოფება დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირი.
ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.