კახეთის ხმა ახალ გადაცემას იწყებს
ონლაინ რადიო ,,კახეთის ხმა“ ახალ პროექტს – „ღია სტუდია“ იწყებს. გადაცემა პირდაპირ ეთერში ყოველკვირეულად გავა და 18:00 საათზე დაიწყება.
გადაცემას ,,კახეთის ხმის“ ჟურნალისტები გაუძღვებიან და ისაუბრებენ კვირის მთავარ თემებზე, რაც რეგიონისთვის არის მნიშნელოვანი.
დღევანდელი გადაცემის თემაა პანდემია და მისი გავლენა რეგიონზე. ვისაუბრებთ როგორია კოვიდ სტატისტიკა რეგიონში, როგორ ებრძვის რეგიონული და მუნიციპალური ჯანდაცვის სექტორი ამ პრობლემას და რა კონკრეტული შედეგები გვაქვს ვირუსის მართვის თვალსზარისით.
გადაცემა დაიწყება 18:00 საათზე. კახეთის ხმის ფეისბუქ გვერდზე, https://www.facebook.com/kakhetiskhma ლაივის მსვლელობისას კი, შეგიძლიათ, მოგვწეროთ თვენთვის საინტერესო კითხვები, რომელზე პასუხსაც პირდაპირ ეთერში მიიღებთ.
გადაცემის სტუმრები არიან: დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსი ნელი ხიზანიშვილი.
თელავში მოქმედი შერეული კოვიდკლინიკის ხელმძღვანელი, თელავის რეფერალური საავადმყოფოს დირექტორი, ხათუნა ჭონიაშვილი.