მეტეოროლოგიური პირობების გამო სიღნაღის მუნიციპალიტეტს ელექტროენერგია არ მიეწოდება
ენერგო პრო ჯორჯიას ინფორმაციით, მეტეოროლოგიური პირობების გამო, დაზიანდა საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის კუთვნილი 35 კვ მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზი.
კომპანიაში განმარტავენ, რომ ავარია ფიქსირება ასევე სს “ენერგო-პრო ჯორჯია”-ს 10 და 0,4 კვ-იან ელექტროგადამცემ ხაზებზე, რის გამოც ელექტრომომარაგება შეეზღუდა ქ. სიღნაღს და მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელს.
,,გადამცემი ხაზი რთულ რელიეფზე გადის, რაც აღდგენითი სამუშაოების საწარმოებლად მოითხოვს დამატებით დროს და ძალისხმევას. ადგილზე მობილიზებულია როგორც სახელმწიფო ელექტროსისტემის, ასევე სს “ენერგო- პრო ჯორჯია”-ს ტექნიკური სამსახური და მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. დაზიანების სირთულიდან გამომდინარე, ქ. სიღნაღისა და მიმდებარე სოფლების ენერგომომარაგება ეტაპობირვად დღის ბოლომდე აღდგება”,– აცხადებენ კომპანიაში.