კახეთში 23 პირი ბინაზე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ მკურნალობს
13 ოქტომბრის მდგომარეობით კახეთის რეგიონში ეპიდსიტუაცია სტაბილური და მართვადია.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის ნელი ხიზანიშვილის განმარტებით, რეგიონში სექტემბიდან დღემდე რეგისტრირებულია კოვიდ 19-ის 94 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა.
,,მუნიციპალიტეტების მიხედვით ახმეტაში დაფიქსირებულია 19 შემთხვევა, გურჯაანში -15, დედოფლისწყაროში -2, ყვარელში -19, სიღნაღში – 8, ლაგოდეხში -21 და თელავში – 10. საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ინფიცირების არცერთი შემთხვევა არ დადასტურებულა.
ინფიცირებულთაგან 24 მკურნალობს კოვიდ-კლინიკაში, 23 პირი ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ დატოვებულია ბინაზე სამკურნალოდ, 47 პირი კი გამოჯანმრთელდა.
რეგიონში მძიმე პაციენტები არ გვყავს და რეგისტრირებული შემთხვევებიდან არცერთი გარდაცვალება არ დაფიქსირებულა. საკარნტინე 3 სივრცეში (სასტუმროში) ამჟამად იზოლირებულია 134 მოქალაქე, ხოლო სახლებში თვითიზოლაციაში იმყოფება 163 მოქალაქე.
გასული კვირის განმავლობაში აღებული და PCR ტესტირებისათვის გაგზავნილ იქნა 1811 ნიმუში. სულ კახეთის რეგიონში დაწყებიდან დღემდე აღებული და ტესტირებულია 28181 ნიმუში”,– განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.