ლაგოდეხსა და მატანში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტსა და ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივის ჯანმრთელობის ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის, ნელი ხიზანიშვილის განცხადებით, აქედან ერთი ლაგოდეხის „კლასტერს“ და აჭარაში მოგზაურობას უკავშირდება, ხოლო მეორე შემთხვევა მატანში დაფიქსირდა და გორში ჩატარებული ქორწილის “კლასტერის” კონტაქტია.
კახეთის რეგიონში კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული 32 შემთხვევაა დაფიქსირებული.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის, ნელი ხიზანიშვილის განცხადებით, 32 შემთხვევიდან 14 მატანში, 7 ველისციხეში, 9 ლაგოდეხში და 2 კი სიღნაღში ფიქსირდება.