სოფელ მატანში ინფიცირებულთა რიცხვი გაიზარდა
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი გაიზარდა. ვირუსი 10 წლის ბავშვს დაუდასტურდა, რომელიც სოფლის მე-2 საჯარო სკოლის პედაგოგის კონტაქტია.
კახეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის, ირაკლი შიოშვილის განცხადებით, სწორედ ამის შემდეგ იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ სკოლაში სწავლა დისტანციურ რეჟიმზე გადავა.
კახეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის, ირაკლი შიოშვილის განცხადებით, სოფელ მატნის, შესასვლელსა და გასასვლელთან მოწყობილ სამედიცინო კარავში ადგილობრივების კორონავირუსზე ტესტირება გრძელდება.
მისივე თქმით, ადგილზე ამ დროისთვის 460 პირის ბიოლოგიური ნიმუშია აღებული.