კახეთში კორონავირუსის 124 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ბოლო 24 საათში კახეთში, კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა 124–ით გაიზარდა. რეგიონში ინფიცირებულთა რაოდენობა 5 234-მდე გაიზარდა.
ეპიდემიოლოგებმა ახალი ინფიცირებულების 89 კონტაქტი უკვე მოიძიეს. არსებული ინფორმაციით, ცხელების ცენტრს თვითდინებით 60- მდე პაციენტმა მიმართა.
მუნიციპალიტეტების მიხედვით ეპიდსტატიატიკა ასეთია: ახმეტა-364, გურჯაანი-1107, დედოფლისწყარო -425, თელავი -1361, ლაგოდეხი – 699, საგარეჯო -563, სიღნაღი-305 და ყვარელი -410.
რეგიონში საერთო ჯამში მკურნალობს 2 750 მოქალაქე, აქედან 2 517 დატოვებულია ბინაზე სამკურნალოდ, 29 კოვიდ – სასტუმროში, ხოლო 194 იმყოფება კოვიდ კლინიკაში.