თესაუს სტუდენტები საფრანგეთში სასწავლებლად გაემგზავრებიან
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის საუკეთესო სტუდენტები ივლისის ბოლოს საფრანგეთის ქალაქ შატონოფში სასწავლებლად გაემგზავრებიან.
თესაუს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, რომ სტუდენტების შერჩევის პროცესი უკვე დაწყებულია და სასწავლებლის აგრარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ოცი სტუდენტი შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ფრანგული ენის შემსწავლელ უფასო კურსებს უკვე გადის.
,,კონკურსის შედეგად შერჩეული ოთხი სტუდენტი საფრანგეთში ორი კვირის განმავლობაში ფრანგული ღვინის დაყენების წესს, ფრანგულ ბიომეურნეობებს და ფრანგულ კულტურას გაეცნობა. თელავის უნივერსიტეტს ფრანგი მეცენატი ჟერარდ ჟერმანი და შატონოფის მერი ემანუელ დელმოტე იმყოფებოდნენ.
ისინი თესაუს რექტორს, ირმა შიოშვილს შეხვდნენ. შეხვედრაზე სამომავლო თანამშრომლობის და სტუდენტთა და აკადემიური პერსონალის გაცვლის საკითხები განიხილეს.
ქალაქ შატონოფის მერმა, ემანუელ დელმოტემ განმარტა, რომ კახეთს ვაზის და ღვინის უნიკალური, მსოფლიოში განთქმული კულტურა აქვს და თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტიც სწორედ ამიტომ შეირჩა. სტუდენტების შერჩევისა და გამგზავრების პროცესს კოორდინაციას საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის საელჩო უწევს”,- აცხადებენ თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში.