სოფელ ველისციხეში ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელება იწყება
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას იწყებს.
როგორც “Knews.ge”-ს მუნიციპალური განვითარების ფონდში განუცხადეს, სამუშაოები ითვალისწინებს სოფლის ცენტრალურ ქუჩაზე მდებარე 55-მდე საცხოვრებელი სახლის, ველისციხის თეატრისა და მოედნის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციას.
მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა – გიორგი შენგელიამ, კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა – ირაკლი ქადაგიშვილმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სოფელ ველისციხეში სარეაბილიტაციო პროექტები დაათვალიერეს, სადაც არსებულ პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრეს.
“სოფელ ველისციხის, როგორც უდიდესი ტურისტული პოტენციალის მქონე დასახლებისთვის ურბანული განახლების პროგრამის განხორციელება ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას, მათი სოციალური და ეკონომიური პირობების გაუმჯობესებასა და ტურისტების რაოდენობის ზრდას შეუწყობს ხელს”, – განაცხადა მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორმა, გიორგი შენგელიამ.
ავტორი: ნიკოლოზ ესიტაშვილი