თელავის ჭადრაკის სახლს რეაბილიტაცია უტარდება
თელავში ჭადრაკის სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
ამ ეტაპზე, უკვე დასრულდა შენობის გადახურვის სამუშაოები, ასევე დაგეგმილია შიდა და გარე ფასადების რეაბილიტაცია.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სამუშაოები, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ,,კოლხა 2014,, ასრულებს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 296 254 ლარით ფინანსდება.
უწყების ინფორმაციით, ჭადრაკის სახლის, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოების ნებართვა გაცემულია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ.