ახალი ამბები

კახეთში კოვიდ სასტუმროები გაუქმდა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, კახეთში კოვიდ სასტუმროები აღარ იმუშავებენ.

მისი განცხადებით, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე დღეისთვის აღნიშნული დაწესებულების მუშაობის საჭიროება აღარ არის.

მისივე თქმით, კორონა ვირუსით ინფიცირებულ პაციენტებს, საჭიროების მიხედვით, თბილისის კოვიდ- სასტუმროებში გადაიყვანენ.

,,რეგიონში კოვიდ- სასტუმროების დახურვა, პაციენტების სიმცირემ გამოიწვია. აღარ იყო საჭირო კოვიდ- სასტუმროების შენარჩუნება. მაგალითად, იანვრის თვეში, 7- 8 პაციენტი იყო მხოლოდ სასტუმროში. იმ შემთხვევაში, თუ ვინმეს ამის სურვილი და საჭიროება აქვს, 112- ს დაუკავშირდება და თბილისში გადაიყვანენ”- განაცხადა ხიზანიშვილმა.

კორონა ვირუსის პანდემიად გამოცხადების შემდეგ, კახეთის რეგიონში, სამი კოვიდ- სასტუმრო ფუნქციონირებდა.

სასტუმროებში კოვიდ 19- ით დაავადებული მსუბუქი პაციენტები გადაჰყავდათ, სადაც მათ შესაბამის მკურნალობას უწევდნენ.