კახეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 109-მდე გაიზარდა
კახეთის რეგიონში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 109-მდე გაიზარდა.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, რეგიონში
ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 11 210 შეადგინა.
,,ინფიცირებულთა რაოდენობა, რომელიც ამ ეტაპზე გადის მკურნალობას შეადგენს 421 პირს, მათ შორის 356 დატოვებულია ბინაზე სამკურნალოდ, 65 პირი იმყოფება კოვიდ კლინიკაში, 10 680 გამოჯანმრთელდა, 109 გარდაიცვალა. ბოლო 12 საათში გარდაიცვალა 1951 წელს დაბადებული ქალი, რომელიც თელავის მუნიციპალიტეტის მკვიდრი იყო. ის გარდაიცვალა თელავის რაიონულ საავადმყოფოში”,-განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.