თელავში კიდევ ერთი აგრარული ბაზარი გაიხსნება
ქალაქ თელავში, ყოფილი ძველი ბაზრის ტერიტორიაზე, ახალი აგრარული ბაზარი გაიხსნება.
ადგილზე უკვე მოწყობილია დახლები, სათანადო ინფრასტრუქტურა და საპარკინგე სივრცე.
,, ადგილზე იქნება როგორც შიდა ისე გარე ვაჭრობა, ყველა მსურველი შეძლებს გაყიდოს საკვები პროდუქტი, ტანსაცმელი და სხვა. აღსანიშნავია, რომ ადგილზე ასევე მოეწყობა პატარა, თელავური ,,მშრალი ხიდი” რათა მოსახლეობამ შეძლოს სახლში გამოუყენებელი ან ძველი ნივთების გაყიდვა. სამომავლოდ იგეგმება შაბათ–კვირის ბაზრობის წესის შემოღებაც. ბაზარი უახლოეს პერიოდში დაიწყებს ფუნქციონირებას”, –განაცხადა ბაზრის მეპატრონემ გელა კირვალიძემ.
მარიამ ოქროცვარიძე, თორნიკე ხალხელაური