დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტსა და მინსკის ოლქის მიადელის რაიონს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ბელორუსიის რესპუბლიკის, მინსკის ოლქის მიადელის რაიონსა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მხრიდან ხელშეკრულებას ხელი მერის მოადგილემ, მალხაზ მერაბიშვილმა მოაწერა. მერიაში აცხადებენ, რომ შეთანხმება მიზნად ისახავს სავაჭრო-ეკონომიკურ, სამეცნიერო-ტექნიკურ და კულტურულ ურთიერთობას.
უწყების ინფორმაციით, მემორანდუმის საფუძველზე მხარეები გეგმავენ, ეფექტურად გამოიყენონ ორივე მხარის პოტენციალი და აღიარონ საერთაშორისო კავშირების განმტკიცების აუცილებლობა. ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულების მოქმედების ვადა 5 წელია.
ავტორი: ნიკოლოზ ესიტაშვილი