გაზის ტრანსპორტირების კომპანია რუსთავი-თელავი-ჟინვალის მაგისტრალური გაზსადენის დედოფლისწყაროს განშტოებაზე სამუშაოებს განახორციელებს
10 ივლისს, საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია რუსთავი-თელავი-ჟინვალის მაგისტრალური გაზსადენის დედოფლისწყაროს განშტოებაზე, სარემონტო-სარეაბილიტაციო და ახლადაშენებული გგს-ების მაგისტრალურ გაზსადენზე დაერთების სამუშაოებს განახორციელებს. ამის შესახებ საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიაში აცხადებენ.
კომპანიაში განმარტავენ, რომ აღნიშნულიდან გამომდინარე, 10 ივლისს 09:00 საათიდან 16:00 საათამდე გაზმომარაგება შეუწყდებათ ქალაქ დედოფლისაწყაროს და სოფლებს: გამარჯვებას, ხორნაბუჯს და სამრეკლოს.