თელავში სასტუმრო Holiday Inn ოფიციალურად გაიხსნა
თელავში, თიბისის მხარდაჭერით სასტუმრო Holiday inn გაიხსნა. 85 ნომრიანი სასტუმრო თელავის ცენტრში მდებარეობს და სტუმრების მიღება უკვე დაწყებულია.
დაფინანსების სტრუქტურისა და პირობების გაუმჯობესის მიზნით, Holiday inn-ის პროექტი, თიბისი ბანკის მხარდაჭერით ჩაერთო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) და აგრეთვე სახელმწიფო „უმასპინძლე საქართველოს“ დაფინანსების პროგრამებში.
როგორც სასტუმროს თანადამფუძლებელი ლევან ერისთავი აცხადებს, ბანკისთვის მნიშვნელოვანია რეგიონებში კორპორატული კლიენტების მხარდაჭერა და განსაკუთრებით ტურიზმის სექტორის განვითარების ხელშეწყობა.
„ჯამური ინვესტიციის მოცულობა ტურიზმის სექტორში, კერძოდ სასტუმროების დაფინანსების მიმართულებით, შეადგენს 650 მილიონ ლარს.
თიბისის გუნდის აქტიური ჩართულობა პროექტის საწყისი ეტაპიდან და მათი დაგროვილი გამოცდილება ტურიზმის მიმართულებით ძალიან სასარგებლო იყო ჩვენი პროექტის წარმატებულად განხორცილებაში. დარწმუნებული ვარ, მომავალშიც კიდევ ბევრ საინტერესო პროექტს გავაკეთებთ ერთად“, – აცხადებს ლევან ერისთავი.