დედოფლისწყაროში კომპანია ,,ფრონტერას” და აქციის მონაწილეებს შორის ზეპირი შეთანხმება შედგა
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში რამდენიმესაათიანი აქციის შემდეგ ნავთობმომპოვებელ კომპანია “ფრონტერასა” და ამავე კომპანიის ყოფილ თანამშრომლებს შორის ზეპირი შეთანხმება შედგა.
დედოფლისწყაროს ნავთობაზის მენეჯერმლის გიორგი ჯანიაშვილის ინფორმაციით, ყოფილ თანამშრომლებს სახელფასო დავალიანება ეტაპობრივად ჩაერიცხებათ და ეს თანხა 500 ლარი იქნება. ამ შეთანხმების შემდეგ აქცია დაიშალა.
აქციის მონაწილეები იმედოვნებენ, რომ ამ დაპირებას კომპანია შეასრულებს და წლის განმავლობაში არსებულ დავალიანებებს სრულად გაიასტუმრებს. “ფრონტერას” წინააღმდეგ სახელმწიფომ დავა საერთაშორისო არბიტრაჟში მოუგო. კომპანია “ფრონტერას” 11-თვიანი დავალიანება 84 თანამშრომლის მიმართ ჯამში მილიონამდე ლარი აქვს.
კუთვნილი დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნით ყოფილმა თანამშრომლებმა კომპანიის წინააღმდეგ სარჩელით სასამართლოს გასულ წელს მიმართეს.