,,კახეთის ხმა” ,,საქართველოს მედია პარტნიორობის პროგრამის” GMPP კონკურსის გამარჯვებულია
GMPP წლევანდელი პროგრამის ფარგლებში, „კახეთის ხმისა“ და „ბათუმელების“ თანამშრომლები კვალიფიკაციას აიმაღლებენ ამერიკელ კოლეგებთან ორმხრივი გაცვლითი ვიზიტების და ონლაინ თანამშრომლობის გზით და ასევე განახორციელებენ აქტივობებს მცირე საგრანტო პროექტის მეშვეობით.
პროგრამის ფარგლებში „კახეთის ხმის“ გუნდს საშუალება ექნება უმასპინძლოს პარტნიორი ამერიკული მედიის წარმომადგენლებს რედაქციაში და, მეორე მხრივ, მიიღოს გამოცდილება აშშ ში ვიზიტისას.
„კახეთის ხმის“ მკითხველებს ვებ გვერდისა და ონლაინ რადიოს საშუალებით შეეძლებათ კიდევ უფრო მაღალი პროფესიული სტანდარტებით მომზადებული კონტენტი მიიღონ და გაიზიარონ.
2011 წლიდან დღემდე, ქართული მედიის სფეროს 135-ზე მეტ წარმომადგენელს GMPP პროგრამით საშუალება ჰქონდა ენახა, როგორ ფუნქციონირებს ამერიკული მედია აშშ-ში და აგრეთვე აქ, ადგილზე ემუშავათ ამერიკელ კოლეგებთან.