ახალი ამბები

,,კახეთის ხმის” ჟურნალისტი მედიაკონკურსის გამარჯვებული გახდა

მედია ორგანიზაცია ,,კახეთის ხმის” ჟურნალისტი მაკა ხაზიური კონკურსის “ჟურნალისტები სოციალური ცვლილებებისთვის” 2018 წლის გამარჯვებული გახდა.

კონკურსის ორგანიზატორების ინფორმაციით, მას პრიზი კახეთში სამოქალაქო საზოგადოების და საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობის რეგულარულად და კომპეტენტურად გაშუქებისთვის გადაეცა.

მედიაკონკურსი “ევროკავშირი საქართველოსთვის” “სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის” “სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის” მხარდაჭერით ჩატარდა. საქართველოს 10 რეგიონიდან 10 გამარჯვებული 300 ორგანიზაციის გამოკითხვის შედეგად შეირჩა.