თელავის ერთ-ერთ სოფელში 21 წლის ახალგაზრდა გარდაცვლილი იპოვეს
თელავის მუნიციპალიტეტის ერთ- ერთ სოფელში 21 წლის ახალგაზრდა სახლში გარდაცვლილი იპოვეს.
ის ოჯახის წევრებმა ნახეს და პოლიციას შეატყობინეს.
ახლობლების თქმით, ბიჭმა სავარაუდოდ თავი მოიკლა.
მათივე თქმით, ბიჭმა წერილი დაწერა, სადაც ეწერა, რომ თვითმკვლელობას აპირებდა ამის მიზეზი კი აზარტული თამაშების შედეგად წაგებული თანხა გახდა.
საქმეზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.