კახეთში კორონავირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა
კახეთში კორონავირუსით ბოლო 24 საათში მეხუთე პირი გარდაიცვალა.
ვირუსს ემსხვერპლა 64 წლის კაცი, რომელიც ლაგოდეხიდან იყო და მკურნალობის კურსს ლაგოდეხის “არქიმედეს” კლინიკაში გადიოდა.
კახეთში ვირუსის გავრცელების 60 ახალი შემთხვევა ლავორატორიულად დადასტურდა და ჯამში ეს მონაცემები 10 566- მდე გაიზარდა.
რეგიონის მასშტაბით კორონავირუსი 9240- მა ადამიანმა დაამარცხა.