გურჯაანში ექთანს კორონავირუსი დაუდასტურდა
გურჯაანის ჯეო-ჰოსპიტალსის სამშობიარო განყოფილების ექთანს, გეგმიური ტესტირების დროს კორონავირუსი დაუდასტურდა.
საავადმყოფოს ხელმძღვანელი გელა ორველაშვილი ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებს, რომ მასთან კონტაქტში მყოფი სამი თანამშრომელი ამ დროისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება.
“ მასთან კონტაქტში სამი პირი იმყოფებოდა, ამ პერიოდში მათ პაციენტი არც ჰყოლიათ. მუშაობის პერიოდში მას სიმპტომები არ აღენიშნებოდა”, – განაცხადა გელა ორველაშვილმა.
გავრცელებული ინფორმაციით, კორონავირუსი ასევე დაუდასტურდა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ძირკოკში მცხოვრებ 4 ადამიანს.