სტიქიამ გურჯაანის და ყვარლის მუნიციპალიტეტები დააზარალა
ძლიერმა ქარმა და სეტყვამ გურჯაანის და ყვარლის მუნიციპალიტეტები დააზარალა.
ძლიერი ქარის გამო გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში სახურავი აქვს გადახდილი ათამდე საცხოვრებელ სახლს. დასეტყვილია ვენახები სოფელ ვაზისუბანში.
ქარმა ასევე პრობლემები შექმნა ყვარლის მუნიციპალიტეტშიც. სოფელ სანავარდოში ქარმა ხე მოგლიჯა, რომელიც ბაღის ღობეს დაეცა და დააზიანა.
მოტეხილი ხე დაეცა ასევე ყვარელში, გაჩერებულ სატვირთო ავტომანქანას. შემთხვევის შედეგად, არავინ დაშავებულა.
სტიქიისგან მიყენებული ზარალის ოდენობას გურჯაანისა და ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურები დაადგენენ.