სოფელ ვაზისუბანში მამაკაცმა ორი ადამიანი მოკლა ორი კი დაჭრა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბანში მამაკაცმა ორი ადამიანი მოკლა, ორი კი დაჭრა.
51 წლის კაცმა, ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა მეუღლეს და მათთან ხმაურზე შესულ მეზობელს. მან ასევე სახის არეში ჭრილობები მიაყენა კიდევ ერთ მეზობელს, რომელიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა გურჯაანის „ჯეო ჰოსპიტალში“ გადაიყვანა. მას ამ წუთებში ქირურგიული ოპერაცია უტარდება.
შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ უწყებამ მომხდარ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
უწყების ინფორმაციით, აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს ოპერატიული და სამძებრო ღონიძიებები.