თელავში კორონავირუსის 237 შემთხვევაა დაფიქსირებული
თელავის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ყოველდღიურად მატულობს.
ამ დროისთვის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით ინფიცირების 237 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული.
მთლიანად კახეთის რეგიონში კი ინფიცირებულთა რაოდენობამ 787- ს მიაღწია, საიდანაც ყველაზე მეტი თელავსა და გურჯაანშია დაფიქსირებული.
ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 2 775 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გარდაიცვალა 22 ადამიანი.
პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 51 993-ს შეადგენს.