კახეთში კორონავირუსის 45 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
კახთში კორონავირუსის 45 ახალი შემთხვევა დადასტურდა. პირველი შემთხვევიდან დღემდე ინფიცირებულთა რაოდენობამ 787-ს მიაღწია.
ეპიდსტატისტიკა მუნიციპალიტეტების მიხედვით ასეთია: თელავი -237, დედოფლისწყარო -29 გურჯაანი- 192, სიღნაღი -61, ყვარელი -95, ლაგოდეხი – 71, ახმეტა -37, ხოლო საგარეჯო -65.
რეგიონში კორონავირუსის სტატუსით ამ ეტაპზე 606 ადამიანი მკურნალობს, მათ შორის 550 დატოვებულია ბინაზე სამკურნალოდ, 2 საკარანტინო ზონაში და 54 იმყოფება კოვიდკლინიკაში.
თვითიზოლაციაში კი 1383 მოქალაქე იმყოფება.