გამოკითხულთა უმრავლესობისთვის მთავარ ეროვნულ საკითხად კვლავ სამუშაო ადგილები რჩება
NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობისთვის სამუშაო ადგილები კვლავ მთავარ ეროვნულ საკითხად რჩება.
კერძოდ, რესპონდენტთა 48% მიიჩნევს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხი სამუშაო ადგილებია, 34 %-ის აზრით – ფასების ზრდა/ინფლაცია, 33% ყველაზე მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხად სიღარიბეს, 29 % ტერიტორიულ მთლიანობას, 22% პენსიებს, 19% კი ხელფასებს ასახელებს.
კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 61% დაუსაქმებელია. კითხვაზე: თვლით თუ არა თავს დასაქმებულად, გამოკითხულთა 38 % აცხადებს, რომ დასაქმებულია. ამასთან, კვლევის თანახმად იმ რესპონდენტების 13%, ვინც ამბობს, რომ დასაქმებულია, საჯარო სექტორში მუშაობს.
NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 13-დან 29 ივლისამდე პერიოდში ჩატარდა.
სულ კვლევაში შედის 2132 დასრულებული ინტერვიუ და კვლევის საშუალო ცდომილება არის 1.7%.