ველისციხის განაშენიანების რეგულირების გენერალური გეგმის პროექტის მეორე ეტაპი დაიწყო
საპროექტო კომპანიის ,,ამხანაგობა 21,, არქიტექტორი გია აბულაძე განმარტავს, რომ პროექტის ფარგლებში განხორციელებული სამუშაოების შემდეგ სოფელი ველისციხე ქალაქური ტიპის დასახლება იქნება.
მისივე თქმით, ველისციხის ცენტრის განვითარების პროექტი ითვალისწინებს 55-მდე სახლის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციას, საფეხმავლო ქუჩების ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, ველისციხის თეატრის, მოედნის და პარკის რეაბილიტაციას.
,,გეგმის მიხედვით გათვალისწინებულია ველისციხის თეატრის პირველი სართულის რეკონსტრუქცია, თეატრის წინ მოედნის რეკონსტრუქცია, არსებული დასასვენებელი პარკის და ერთი ქუჩის რეაბილიტაცია, რომ გზა საფეხმავლო გახდეს და საზოგადოებრივი სივრცე შეიქმნას.
გეგმის მომზადებამდე ჩვენ ჩავატარეთ საძიებო სამუშაოები და საპროექტო ტერიტორიის კვლევა, ასევე ესკიზური საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება და მესაკუთრეებთან შეთანხმება, მომზადდა დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია და სხვა. რეგულირების გეგმა გულისხმობს თუ რა მიმართულებით უნდა განვითარდეს ველისციხე, რა შესაძლებლობები აქვს სოფელს და სხვა.
ეს არის მარეგულირებელი დოკუმენტი, რომელიც თვითმმართველობას და ადგილობრივებს დაეხმარება განავითარონ თავიაანთი ნაკვეთები, სახლები, ობიექტები, სოფელი და სხვა’’,- განუცხადა Knews.ge-ს გია აბულაძემ.