ისტორიული სახლები სოფელ ველისციხეში
დაგეგმილია, რომ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელი ველისციხე მალე ტურისტული ცენტრი გახდეს.
პროექტის ფარგლებში, რომელიც ამ დროისთვის ცენტრალური და ადგილობრივი თვითმმართველობის და სხვადასხვა უწყებების მიერ მუშავდება, დაგეგმილია საზოგადოებრივ-სარეკრეაციო სივრცეების და ტურისტული ობიექტების მოწყობა.
მუნიციპალური განვითარების ფონდის მონაცემებით, რეაბილიტაციის ფარგლებში მოხდება სოფელ ველისციხის ცენტრალურ ქუჩებზე მდებარე 55-მდე ისტორიული საცხოვრებელი სახლის, სახალხო თეატრის და მოედნის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია, რისთვისაც 20 მილიონი ლარი დაიხარჯება.