ახალი ამბები

კახეთში კორონავირუსის 38 შემთხვევაა დაფიქსირებული

კახეთის რეგიონში, კორონავირუსის 38 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული.
კახეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი, ირაკლი შიოშვილი განმარტავს, რომ ინფიცირების ბოლო შემთხვევა რეგიონში გუშინ დაფიქსირდა.
მისივე განცხადებით, მოძიებულია აღნიშნულ პირთან კონტაქტში მყოფთა ვინაობა და ისინი თვითიზოლაციაში არიან.
,,გუშინ ლაგოდეხში გვქონდა კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა. აღნიშნული პირის კონტაქტები გვაქვს გამოკვეული და ყველა მათგანი თვითიზოლაციაშია გადაყვანილი. სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება და საშიში არაფერია.
კახეთში სულ 38 შემთხვევაა დაფიქსირებული. ამ დროისთვის არ იგეგმება რაიმე სახის ღონისძიებების გატარება.
მატანსა და ველისციხეში კი ისევ სპეციალური კარვებია დამონტაჟებული, სადაც კეთდება თერმოსკრინინგი და ტესტირებები. 
სოფელ ველისციხეს რაც შეეხება, იქ დასავლეთიდან ბევრი მუშახელი შემოედინება და ამიტომ შეიქმნა საჭიროება, რომ მათ ჩაუტარდეთ ტესტირება. შევიმუშავეთ სპეციალური გეგმა, შეიქმნა ჯგუფები და მუნიციპალიტეტის მასშტაბით დადიან თავშეყრის ადგილებზე და ატარებენ თერმოსკრინინგს, რომ საჭიროების შემთხვევაშიბღონისძიებები გავატაროთ შესაბამისი’’,- განაცხადა ირაკლი შიოშვილმა.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ლაგოდეხში ვირუსის 12 დადასტურებული შემთხვევაა.
კახეთის რეგიონში კორონავირუსის სულ 38 შემთხვევაა დაფიქსირებული. აქედან: ლაგოდეხი -12  მატანი – 16,  ველისციხე – 7, სიღნაღი – 2, ყვარელი -1.