თუშეთში დაზიანებული გზის მონაკვეთზე საქონლის გადასაადგილებელი ბილიკი მოეწყობა
ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილებით, ფშაველი-აბანო-ომალოს გზის 56-ე კილომეტრზე, ხელოვნური ტბის მონაკვეთზე საქონლის გადასაადგილებელი ბილიკი მოეწყობა.
უწყებაში განმარტავენ, რომ ხელოვნურად წარმოქმნილი ტბის მიმდებარედ საქონლის გადასაადგილებლად ჯერ ბილიკი გაკეთდება, შემდეგ კი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დაიწყება.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თუშეთთან დამაკავშირებელი გზა სავარაუდოდ ორ კვირაში გაიხსნება.
,,ჯერ იგეგმება ბილიკის გაკეთება, რომლის შემდეგაც გაიწმინდება და გაიხსნება გზა, თუმცა ჩვენ ამის შემდეგაც ვგეგმავთ მუშაობას მანამდე, სანამ გზის ამ მონაკვეთზე პრობლემა სრულად არ აღმოიფხვრება”- აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.