ირაკლი კობახიძე ბაქოში ვიზიტისას დავით გარეჯის საკითხზე ისაუბრებს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე 20- 21 ივნისს ოფიციალური ვიზიტით ბაქოს ეწვევა.
პარლამენტის თავმჯდომარე შეხვედრებს გამართავს აზერბაიჯანის რესპუბლიკის უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.
როგორც ცნობილია, ორდღიანი ვიზიტის დროს მთავარი განსახილველი თემა იქნება დავით გარეჯის საკითხი, საზღვრების დემარკაციის, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის საკითხები.
„საუბარი იქნება ორმხრივ თანამშრომლობაზე. აზერბაიჯანი არის ჩვენი დიდი მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი. საუბარი ასევე შეეხება სტრატეგიულ ობიექტებს, რომელიც ორ ქვეყანას აკავშირებს. საუბარი ასევე შეეხება დავით გარეჯის საკითხს. დარწმუნებული ვარ, მეგობრული დისკუსის საფუძველზე, გვექნება კონსტრუქციული მიდგომა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.