დავით გარეჯი ჩვენია – ცოცხალი ჯაჭვი გარეჯის მონასტერთან
დავით გარეჯი ჩვენია – ამ ლოზუნგით სამოქალაქო აქტივისტებმა დავით გარეჯის მონასტერთან მშვიდობიანი აქცია გამართეს.
აქციის მონაწილეებმა ცოცხალი ჯაჭვი შეკრესიმ ბილიკზე, რომელიც სამონასტრო კომპლექსის იმ ნაწილს უკავშირდება, სადაც აზერბაიჯანელი მესაზღვრეები მომლოცველებსა და ტურისტებს არ უშვებდნენ. მათ, ხელისუფლებას მოუწოდეს, სადავო ტერიტორიებთან დაკავშირებული პრობლემა უახლოეს ხანში მოაგვაროს.
მონაწილეების განცხადებით, აქციის მიზანია აჩვენონ საზოგადოებას რომ დავით გარეჯი საქართველოა და იქ გადაადგილების შეზღუდვა ცდება კეთილმეზობლურ ურთიერთობებს.
მშვიდობიან აქციაში მონაწილეობა მიიღეს საგარეჯოდან, სოფელ უდაბნოდან და თბილისიდან ჩასულმა აქტივისტებმა.
უსაფრთხოებისა და წესრიგის დაცვის მიზნით, მობილიზებული იყვნენ ქართველი მესაზღვრეები.
სოციალური ქსელის ფოტო