სოფელ ველისციხეში ეპიდემიოლოგიური კვლევა მიმდინარეობს
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში ეპიდემიოლოგიური კვლევა მიმდინარეობს. ეპიდემიოლოგები კორონავირუსით ინფიცირებული ქალის კონტაქტებს სწავლობენ.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის, ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, პაციენტს რამდენიმე დღის განმავლობაში აღენიშნებოდა ტემპერატურის მომატება და რესპირატორული სიმტომები. ამის გამოც მას კვლევა ჩაუტარდა, რომელმაც დადებითი შედეგი აჩვენა.
ნელი ხიზანიშვილის თქმით, მედიკოსები სოფელში დილიდან იმყოფებიან.