ახალი ამბები

რა პრობლემის წინაშე დააყენა პანდემიამ მცირე ბიზნესის წარმომადგენლები

პანდემიამ და მასთან დაკავშირებულმა შეზღუდვებმა მცირე მეწარმეები გამოწვევის წინაშე დააყენა. 
აღნიშნულ საკითხზე რადიო ,,კახეთის ხმის” პირდაპირ ეთერში ფოტოგრაფმა გიორგი ჩეკურიშვილმა ისაუბრა. მან საკუთარი პროფესია ბიზნესად აქცია. იგი ხალხს სთავაზობს ფოტო -ვიდეო მომსახურეობას, ასევე აქვს საკუთარი სტუდია და  დასაქმებული ჰყავს ადგილობრივები.
“ჩემი ბიზნესი სრულად არ შეჩერებულა, თუმცა ადრე თუ კვირაში 10 გადაღება იყო, ახლა თვეში ერთია. ის დახმარება რაც სახელმწიფომ გადამიხადა იმდენად მცირეა, რომ ამაზე სერიოზული საუბარიც კი არ ღირს. ჩვენი პროფესია იმ ჯაჭვის ერთ-ერთი შემადგენელი რგოლია, რომელიც რეგულაციების გამო შეწყდა და შეჩერდა. რეგულაციების ნაწილს ვემხრობი, იმიტომ რომ ლოგიკური და სწორია.
აუცილებელია გაკონტროლდეს რაღაცები რაც რეალურად დიდ საფრთხეს ქმნის. თუმცა ნაწილს არ ვემხრობი, რადგან არის რეგულაციები, რომლებიც არის პოპულისტური. მაგალითად, შეზღუდვა რომელიც სექტემბრიდან შემოვიდა და ქორწილებს ეხება. თუმცა მსგავსი შეზღუდვები რეალობაში მობილობას არ ცვლიდან”,- აცხადებს გიორგი ჩეკურიშვილი