ძველი და ახალი უბანი- ,,ორად გაყოფილი თელავი”- ფოტო ისტორია
ისტორიკოსების თქმით, 1921 წლამდე თელავი ორად იყო გაყოფილი. მათი თქმით, ,,ძველი უბნის” და ,,ახალი უბნის” ბიჭები ნადიკვარზე კრივს მართავდნენ და ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ. გადმოცემით კი ქალაქის მეორე ნაწილი ვაჭრების ხელში იყო ქონებრივი ცენზის გამო.
“მამაჩემის თაობის ხალხისგან გამიგია, რომ 20-30-იან წლებში ყოველ წელს იმართებოდა კრივი, ფაქტობრივად ჩხუბი წესების გარეშე, რიყის იქითა და მეორე ნაწილებს შორის”,- იხსენებენ თელავში.
ნადიკვარის საზაფხულო თეატრის ფოტო 1950-იანი წლების ბოლოსაა გადაღებული.
მარიამ ოქროცვარიძე