აგროდრონი- რაში ეხმარება ფერმერებს ახალგაზრდების მიერ ლაგოდეხში წამოწყებული სტარტაპი
თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა სოფლის მეურნეობაში, ფერმერებს საქმეს უმარტივებს. სწორედ ამ მიზნით, კახეთში ახალგაზრდებმა წამოიწყეს სტარტაპი “ჭკვიანი სოფლის მეურნეობა”, რომელიც ფერმერების დახმარებას ისახავს მიზნად.
სტარტაპის დამფუძნებელი ნიკოლოზ მესხი აცხადებს, რომ სტარტაპი ხელს უწყობს ფერმერების საქმიანობას და ინტენსიური სოფლის მეურნეობის განვითარებას საქართველოში.
კონკრეტულად კი, აგროდრონს შეუძლია დაამუშაოს, როგორც ერთწლიანი, ასევე მრავალწლოვანი კულტურები, ხილის, ნუშის, ბაღები, სიმინდი, ხორბალი, საზამთრო და სხვა.
,,მე და ჩემს მეგობარს ტექნოლოგიების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება გვაქვს სხვადასხვა მიმართულებით. ტექნოლოგიების მიმართულებით ვსწავლობდი და ამ საქმიანობით დღემდე ვარ დაკავებული. როცა გაჩნდა იდეა, რომ რატომ არ შეიძლებოდა, მაგალითად, ჩვენით დაგვეწყო რამე საქმიანობა, ვფიქრობდით გაგვეკეთებინა ისეთი რამ, რომელიც შეასრულებდა აგრო სამუშაოებს და ფერმერებს გაუადვილებდათ აგრო ღონისძიებების ჩატარებას. გადავწყვიტეთ, რომ შეგვექმნა დრონი, რომელზეც იქნებოდა მიმაგრებული ძრავი, რომლის საშუალებით მოხდებოდა სითხის გაფრქვევა.
ჩვენ ასევე აქტიურად ვაკვირდებოდით მსოფლიოს მასშტაბით მოცემული ტექნოლოგიების განვითარების ეტაპებს. დაანონსდა რომ შეიქმნეობდა რამდენიმე ტიპის აგრო დრონი. ამ ყველაფრის გამოყენება გადავწყვიტეთ პრაქტიკაში, რადგან საქართველოში მოცემული ბაზარი არ არსებობდა და გვინდოდა შეგვეთავაზებინა ეს სიახლე ფერმერებისთვის.
პირველი ეტაპი იყო პანდემიის პერიოდი, როდესაც მონაწილეობა მივიღეთ ერთ–ერთ საგრანტო კონკურსში და მოვიპოვეთ გარკვეული ტიპის დაფინანსება. სატესტოდ შევიძინეთ ერთი დრონი და ფერმერებს შევთავაზეთ სერვისი.
ეს ყველაფერი გავაკეთეთ კახეთში. ლაგოდეხში მცხოვრებ რამდენიმე ფერმერს შევთავაზეთ ეს მომსახურება. მათ ვუთხარით, რომ ამას გავაკეთებდით უფასოდ და შემდეგ შეედარებინათ ხელით, ან სხვა ტიპის ტექნიკით შესრულებული აგროღონისძიებების შედეგებს. პირველი სატესტო ფრენები ჩემი მეგობრის ნაკვეთებში ჩავატარეთ. გავაშენეთ ერთწლიანი კულტურები, დავყავით სექტორებად და დავიწყეთ ამ კულტურების დრონით დამუშავება. გვაინტერესებდა ბალახს დავამარცხებდით თუ არა, ან რა შედეგს მივიღებდით სხვადასხვა მავნებლებთან ბრძოლისას. საბოლოოდ კი, როცა დავინახეთ რომ შედეგი ძალიან კარგი იყო, შევძელით მეორე ეტაპზე გადასვლა და დავიწყეთ ფერმერებთან კომუნიკაცია. დაახლოებით ერთი სეზონის მანძილზე ვახორციელებდით სატესტო ფრნებს.
შემდეგი ეტაპი იყო საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან თანამშრომლობა. ჩვენ მონაწილეობა მივიღეთ GITA-ს საგრანტო კონკურსში, სადაც მოვიპოვეთ დაფინანსება და შევიძინეთ ახალი თაობის აგრო დრონი. შედეგად, მოთხოვნიდან გამომდინარე ჩვენ დამატებით კიდევ შევიძინეოთ ორი ახალი აგრო დრონი, რომ სრულყოფილი სერვისი შეგვეთავაზებინა ფერმერებისთვის’’,- განუცხადა KNEWS.GE-ს ნიკოლოზ მესხმა.
რაც შეეხება სხვაობას, სტანდარტულ მექანიზაციასთან შედარებით, ნიკოლოზ მესხის განმარტებით, ტრაქტორის შემთხვევაში წამალი თუ იხსნება 300 ლიტრში, აგრო დრონის შემთხვევაში მოცულობა 30 ლიტრამდეა შემცირებული, რაც წყლის რესურსსაც ზოგავს და ხდება წამლის ზუსტი დოზირება., ამასთან, შეწამვლის დრო ბევრად მცირდება. აგროდრონის საშაულებით შესაძლებელია დღის განმავლობაში დაახლოებით 100 ჰა მიწის ფართობზე გაშენებული ერთწლოვანი კულტურების დამუშავება.
,,როდესაც რამდენიმე დრონი შევიძინეთ, გაიზარდა საქმეც და საჭირო გახდა სხვა აღჭურვილობის დამატება, რომ უფრო მობილური ჯგუფები გვყოლოდა. ეტაპობრივად დავიწყეთ ამ ყველაფრის შენება. მიზანი კი იყო ის, რომ აგრო დრონები და სამუშაო ჯგუფი გამართული გვყოლოდა და ფერმერის დახმარება შეგვძლებოდა.
შედეგად შევქმენით კარგი ბაზა, სადაც გვყავს უახლესი აგრო დრონები, შესაბამისი კვალიფიკაციის პილოტები საჭირო აღჭურვილობით და ტექნიკით, რომ მათ გამართულად და სრულყოფილად შეასრულონ სხვადასხვა აგრო ღონისძიებები ფერმერების დაკვეთის შემდეგ.
ჩვენს დრონებს ნებისმიერ დღე-ღამის დროს, ნებისმიერი რელიეფის სრულყოფილად დამუშავება. დრონებს აქვთ უამრავი დადებითი მხარე, რომელიც ფერმერის შრომას და დანახარჯს ამცირებს. ის სტანდარტულ მექანიზაციას არაფრით ჩამოუვარდება და ხშირ შემთხვევაში უმჯობესია. მოცემული სერვისი ფერმერს მუშაობის დროს უმცირებს, მეტად სწრაფია და მობილური და რაც მთავარია მიღებული შედეგი საუკეთესოა.
სამუშაოების დაგეგმვა ხდება იმის მიხედვთ, თუ რა კულტურაა, რა ფართობზეა და რა სახის აგრო ღონისძიებები იქნება შესასრულებელი. დრონების საშუალებით შესაძლებელია შეწამვლა, ასევე, საჰაერო თესვა, მაგ.: იონჯის თესვა და სასუქის გაშლა ნაკვეთში.
დამატებით ფერმერებს ვთავაზობთ მულტისპექტრულ ანალიზს, ჩვენ გვყავს დრონი, რომლის დახმარებითაც შესაძლებელია ნიადაგის, მცენარის ვეგეტაციის პერიოდის კონტროლი და მიღებული შედეგებიდან შესაბამისი აგრო ღონისძიების დაგეგმვა. ვფიქრობთ, ეს მნიშვნელოვანია ფერმერებისთვის’’,- აცხადებს ნიკოლოზი.
კომპანიის ხელმძღვანელი ასევე განმარტავს, რომ მათ მთელი საქართველოს მასშტაბით შეუძლიათ სერვისის მიწვდა ფერმერებისთვის. რაც შეეხება ფასს, ეს დამოკიდებულია სამუშაოსა და მიწის ფართობზე.
,,მთელს საქართველოში დავდივართ და მსურველებს სერვისს ვაწვდით. მაგალითად,: აღმოსავლეთ საქართველოში იწყება სამუშაოები დედოფლისწყაროდან ,, შემდეგ იწყება ლაგოდეხში, შემდეგ თელავი და სხვა მუნიციპალიტეტები მოსდევს ეტაპობრივად და ასე, აბაშამდე ჩავდივართ. ამ ეტაპზე გვყავს 7 აგრო დრონი და 7 მობილური გუნდი. გუნდის წევრები არიან პილოტი, უმცროსი პილოტი და აგრონომი.
ჩვენი სერვისის სტანდარტული ფასი შეადგენს, დაახლოებით, 80 ლარს. მოცემული ფასი დავადგინეთ ბაზრის კვლევის შედეგად სტანდარტული მექანიზაციის მომსახურეობის მიხედვით. მრავალწლიანი კულტურების შემთხვევაში კი, მომსახურეობის ფასი 120-დან 180 ლარამდე იზრდება. “– აცხადებს ნიკოლოზი.
კომპანიის ხელმძღვანელი სამომავლო გეგმებზე საუბრობს და აცხადებს, რომ სამომალოდ ფერმერებისთვის სხვადასხვა სერვისების შეთავაზებას გეგმავს.
,,სამომავლოდ გვსურს, რომ შევქმნათ რამდენიმე სტრატეგიული წერტილი, სადაც მოვახერხებთ ფერმერებისთვის ჩვენი სერვისის შეთავაზებას სწრაფად და მობილურად. ჩვენ ვთანამშრომლობთ მთელი საქართველოს მასშტაბით ფერმერებთან, რომლებთანაც გვაქვს ბევრი საინტერესო სამომავლო გეგმა.
ასევე, ვგეგმავთ მულტისპექტრული დრონების გამოყენების დავნერგვას სოფლის მეურნეობაში. რომლის საშუალებით ფერმერები შეძლებენ გააკონტროლონ საკუთარი კულტურის ვეგეტაცისს პერიოდი, შესაბამისად შევძლებთ დავეხმაროთ მათ აგრო ღონისძიებების სწორად დაგეგმვაში.
რაც მთავარია, ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ ფერმერებთან და ვაწვდით მათ ყველანაირ ინფორმაციას და სიახლეებს, ვუზიარებთ მათ ჩვენს შედეგებს, მაგალითად რომელ კულტურაზე რომელი პრეპარატის საშუალებით რა შედეგები გვქონდა და ა.შ.
ჩვენს შესახებ ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია სოციალურ ქსელში, ვფლობთ ვებგვერდს და ასევე კახეთის მასშტაბით მალე გავხსნით ორ ოფისს, ხოლო თბილისში დავამატებთ ერთ ოფისს, სადაც ფერმერებს შეეძლებათ ამომწურავი პასუხი მიიღონ ჩვენი სერვისის და აგრო დრონების შესახებ. ”