ახალი ამბები

როგორი ამინდია მოსალოდნელი კახეთში

სინოპტიკოსის მერაბ სამუნაშვილის ინფორმაციით, კვირის ბოლომდე ჰაერის ცივი მასები შენარჩუნდება.

,,ციკლონის შესავსებად გაძლიერდება ჩრდილოდასავლეთის ქარი, რომელიც საკმაოდ ცივ ჰაერს გადმოქაჩავს. ქარის სიჩქარე 22-25-კმ/სთ-ს მიაღწევს. თანდათან გაბატონდება საკმაოდ გრილი ანტიციკლონი, შესაბამისად კვირის დასკვნითი სამი დღე უნალექოა და ჰაერის ტემპერატურა ღამით + 2-4, დღისით 12-15-გრადუსია”.

მისივე პროგნოზით, პარასკევს შუადღემდე შენარჩუნდება მზიანი დღე.

,,შუადღისით მცირე წვიმის ალბათობა 30%-ეა. გვიან ღამით ახალი ციკლონი გვეწვევა და შაბათს ხანმოკლე წვიმები შენარჩუნდება მთელი დღის განმავლობაში. ჰაერის ტემპერატურა შაბათს დილით იქნება +3-გრადუსი, დღისით +10-11-გრადუსი”.