სამრეწველო პროდუქციის წარმოება გაძვირდა
საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, 12-თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ პროდუქტებზე:
სამთო-მოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება: ფასები გაზრდილია 19.7%-ით, რაც მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე 1.13 პროცენტული პუნქტით აისახა. ჯგუფში აღსანიშნავია ფასების მატება ლითონის მადნებზე (21.8%);
დამმუშავებელი მრეწველობის პროდუქცია: ფასები გაიზარდა 4.5%-ით, რამაც მთლიანი ინდექსის ზრდაზე 3.68 პროცენტული პუნქტით მოახდინა გავლენა. ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: კვების პროდუქტები (6.0 პროცენტი) და სასმელები (9.5 პროცენტი);
ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და კონდიცირებული ჰაერი: ფასები გაიზარდა 9%-ით, რამაც მთლიანი ინდექსის წლიურ ცვლილებაზე 0.91 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა;
წყალმომარაგება, კანალიზაცია, მომსახურება ნარჩენების მართვით და რეკულტივირებით: ფასები გაიზარდა 8.1%-ით, რამაც მთლიან ინდექსზე 0.19 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა.
რაც შეეხება მწარმოებელთა ფასების ინდექსის ცვლილებას წინა თვესთან შედარებით, აპრილში მარტთან შედარებით ფასები 9%-ით გაიზარდა სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების ჯგუფზე, რამაც 0.52 პროცენტული პუნქტით იქონია ზეგავლენა ჯამური ინდექსის ცვლილებაზე. ამავე პერიოდში ფასები გაიზარდა დამმუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე (0.9%), რამაც 0.7 პროცენტული პუნქტი შეიტანა მთლიანი ინდექსის ცვლილებაში. ჯგუფში შემავალი პროდუქტებიდან აღსანიშნავია ფასების მატება სასმელებზე (1.9%) და ძირითად ქიმიურ ნივთიერებებზე და ქიმიური პროდუქტებზე (10.1%). გარდა ამისა, ფასების 3.6 პროცენტიანი კლება დაფიქსირდა ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფზე, რომლის წვლილმაც თვის ჯამური ინდექსის ცვლილებაში -0.41 პროცენტული პუნქტი შეადგინა.